უნგრული გამოცემა ზივზივაძეზე - ცოტა თუ ფიქრობდა, რომ გამორჩეულ როლს ითამაშებდა
უნგრული გამოცემა ზივზივაძეზე - ცოტა თუ ფიქრობდა, რომ გამორჩეულ როლს ითამაშებდა

„როდესაც „მეზოკოვეშდმა“ ქართველ თავდამსხმელთან, ბუდუ ზივზივაძესთან კონტრაქტი გააფორმა, ცოტა თუ ფიქრობდა, რომ მას გამორჩეული როლის თამაში შეეძლო“, – წერს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელზე უნგრული გამოცემა csakfoci.

გამოცემის ჟურნალისტი „მეზოკოვეშდის“ თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენას უწოდებს – მისი თქმით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა სეზონი წარმატებით ჩაატარა და კარიერული ნახტომიც გააკეთა.

„უნგრეთში ჩატარებულ პირველივე სეზონში ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც საქართველოში ჩემპიონატის ბომბარდირი ორჯერ გახდა, შეძლო გუნდის მთავარი ბომბარდირიც გამხდარიყო. სეზონის ბოლოს ის „ფეჰერვარში“ აღმოჩნდა, რაც შემთხვევით არ მოხდა“, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ, საქართველოს ნაკრებისა და „მეზოკოვეშდის“ თავდამსხმელი უნგრეთის ვიცეჩემპიონფეჰერვარში“ გადავიდა და ევროპის ლიგაზე ითამაშებს.