უნგრული გამოცემა - შულაიამ, შესაძლოა „მეზოკოვეშდში“ ითამაშოს
უნგრული გამოცემა - შულაიამ, შესაძლოა „მეზოკოვეშდში“ ითამაშოს

უნგრული გამოცემა csakfoci.hu ამტკიცებს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, თბილისის „დინამოს“ ფლანგის თავდამსხმელი აკაკი შულაია გუნდს შეიცვლის და უნგრეთის მთავარი საფეხბურთო ლიგის „მეზოკოვეშდში“ ითამაშებს.

„არაა გამორიცხული, მალე ბუდუ ზივზივაძის თანაგუნდელი 23 წლის აკაკი შულაია გახდეს. მცირე ხნის წინ, ამაზე გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ლასლო ტოტიმ მიანიშნა, რომ გუნდი კიდევ ერთ უცხოელს, პოზიციით მარჯვენა ნახევარმცველს უკვე შეუთანხმდა. შულაია საქართველოს ჩემპიონის, თბილისის „დინამოს“ მოთამაშეა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძის თანაგუნდელი იყო. შულაიას გუნდთან ხელშეკრულება ზაფხულში უმთავრდება და „მეზოკოვეშდს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება“, – წერს გამოცემა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე „მეზოკოვეშდში“ 2019 წლიდან გამოდის და უნგრეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირია. „მეზოკოვეშდი“ 25 ტურის შემდეგ, 45 ქულით უნგრეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და ევროპის ლიგაზე გასვლის რეალური შანსი გააჩნია.