უნგრული გამოცემა - ბერიძე ძველ გუნდში ბრუნდება
უნგრული გამოცემა - ბერიძე ძველ გუნდში ბრუნდება

გიორგი ბერიძე კარიერას უნგრულ „უიპეშტში“ გააგრძელებს, სადაც 2018/2019 წლებში თამაშობდა – ინფორმაციას უნგრული გამოცემა Csakfoci.hu ავრცელებს.

„გასულ კვირას „უიპეშტის“ მთავარმა მწვრთნელმა, სერბმა პრედრაგ როგანმა კლუბის ვებ-გვერდთან ინტერვიუში თქვა, ახალი თავდამსხმელის მიწვევასაც გეგმავდა. ჩვენი ცნობით, შესაძლოა, „უიპეშტში“ გიორგი ბერიძე დაბრუნდეს, რომელმაც გასულ სეზონში გუნდში წარმატებული სეზონი ჩაატარა. 23 წლის ქართველმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და ტრანსფერის დამაბრკოლებელი ყველა ფაქტორი მოხსნილია,“ – წერს გამოცემა.

ბერიძე „უიპეშტი“ 2018/19 წლების სეზონში უნგრეთში იჯარით თამაშობდა, მისი ტრანსფერი კი ბელგიურ „გენტს“ ეკუთვნოდა. გასულ სეზონში გიორგიმ იჯარით უკვე ბელგიურ „ლოკერენში“ ითამაშა, მაგრამ გუნდი გაკოტრდა და 1 ივლისიდან გიორგი უგუნდოდ დარჩა. ბერიძე იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების მოთამაშე, ეროვნულ ნაკრების ფორმა კი ორჯერ მოირგო.