უნგრეთში სეზონი განახლდა - ზივზივაძის გუნდი ფინალის შანსს ინარჩუნებს
უნგრეთში სეზონი განახლდა - ზივზივაძის გუნდი ფინალის შანსს ინარჩუნებს

უნგრეთის ჩემპიონატი განახლდა. „მეზოკოვეშდმა“ და ბუდუ ზივზივაძემ პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარეს, სადაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

კორონავირუსით გამოწვეული ორთვიანი პაუზის შემდეგ, „მეზოკოვეშდმა“ უნგრეთის თასის ნახევარფინალის პირველ რაუნდში საკუთარ სტადიონზე „ფეჰერვარი“ (ადრე „ვიდეოტონი“) მიიღო და 1:1 ითამაშა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მატჩი „მეზოკოვეშდის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 90+2-ე წუთზე შეცვალეს. ანგარიში მე-12 წუთზე სტუმრებმა გახსნეს. მასპინძლებმა წონასწორობა მე-80 წუთზე აღადგინეს, მაგრამ მოგება ვეღარ შეძლეს. თუმცა, ზივზივაძის გუნდი უნგრეთის თასის ფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს.

მეორე ნახევარფინალშიც ფრე დაფიქსირდა – მტკ-მჰონვედი“ მიიღო და შეხვედრა 0:0 დაასრულა. „მეზოკოვეშდი“ განმეორებით მატჩში „ფეჰერვარს“ მის სტადიონზე დაუპირისპირდება – მეორე ნახევარფინალური მატჩები 26 მაისს გაიმართება.