უნგრეთში კორონავირუსის 8 312 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 172 ადამიანი
უნგრეთში კორონავირუსის 8 312 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 172 ადამიანი

უნგრეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 312 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 172 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

უნგრეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 8 329 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 911-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები ორშაბათს ამოქმედდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე უნგრეთში „კოვიდ-19“-ის 489 172 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 16 497 ადამიანი.