უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი - დასავლეთის ქვეყნებისგან რუსეთისთვის გარკვეული „უსაფრთხოების გარანტიებია“ საჭირო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი - დასავლეთის ქვეყნებისგან რუსეთისთვის გარკვეული „უსაფრთხოების გარანტიებია“ საჭირო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი გერგელი გულიასი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებისგან რუსეთისთვის გარკვეული „უსაფრთხოების გარანტიებია“ საჭირო. ამის შესახებ მან ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვიქტორ ორბანის ოფისის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინას, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების „რეალური შანსი“ არ აქვს.

გულიასს ასევე არ სჯერა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ცენტრალური ევროპისთვის, რადგან მის არმიას „სწრაფი და გამარღვეველი შედეგებისთვის არ მიუღწევია“ უკრაინაში შეჭრის დროს.

უნგრელმა დიპლომატმა ისაუბრა უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების აუცილებლობაზეც, რომელიც, მისი აზრით, აშშ-ის მონაწილეობით უნდა წარიმართოს.

ამასთან, დიპლომატი ფიქრობს, რომ გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად დასავლურმა სამყარომ, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, უნდა უზრუნველყოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ არა უკრაინელებისთვის ნატო-ში გაწევრიანება.