უნგრეთის პარლამენტმა მოქალაქეებს დოკუმენტებში სქესის შეცვლა აუკრძალა

11:39, 20.05.2020

უნგრეთის პარლამენტმა მოქალაქეებს დოკუმენტებში სქესის შეცვლა აუკრძალა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. ახალი ინიციატივა მმართველ პარტია „ფიდესს“ ეკუთვნის. მას მხარი დაუჭირა 133-მა დეპუტატმა, 57 წინააღმდეგი წავიდა.

კანონის მიხედვით, დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების მოწმობაში სიტყვა „სქესის“ ნაცვლად, ჩაიწერება „სქესი დაბადებისას“.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლგბტ-მოქალაქეების დისკრიმინაციას წარმოადგენს.

ახალი კანონი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მას ხელს უნგრეთის პრეზიდენტი მოაწერს.

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში მოქმედი კანონმდებლობით, ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის შეცვლა დაშვებულია.

მსგავსი