უნგრეთის ნაკრების მწვრთნელმა ერთა ლიგისთვის შემადგენლობა გამოაქვეყნა #1TVSPORT

22:38, 15.09.2026

ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქის, უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ სექტემბერ-ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა.

იტალიელი სპეციალისტის განაცხადში, ტრადიციულად, ახალ სახეებსაც ვხვდებით. უნგრელები ერთა ლიგის პირველ მატჩს 25 სექტემბერს, „პუშკაშ არენაზე“ უკრაინის წინააღმდეგ გამართავენ, სამი დღის შემდეგ კი სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიაში გაემგზავრებიან. სერიის მესამე შეხვედრაში, 2 ოქტომბერს უნგრეთი საკუთარ მოედანზე საქართველოს უმასპინძლებს, რის შემდეგაც კვლავ უკრაინას დაუპირისპირდება – ამჯერად გასვლაზე, სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში.

უნგრეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ბენს გუნდელ-ტაკაჩი („ზალაეგერსეგი“), არმინ პეჩი („ჰარტბერგი“), ბალაზ ტოტი („ბლექბერნ როვერსი“).

მცველები: ბენდეგუზ ბოლა (ვენის „რაპიდი“), მარკ ზინგერი („გრონინგენი“), არონ დოქტორიქსი („ვაშაში“), მილოშ კერკეზი („ლივერპული“), ოკოს მარკგრაფი („კოპენჰაგენი“), უილი ორბანი („ლაიფციგი“), ატილა ოსვატი („ფერენცვაროში“), კალუმ სტაილსი („ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“), კორნელ შუჩი („ვოევოდინა“), ბენს ვარკონი („ყარაბაღი“).

ნახევარმცველები: არონ ცონგვაი („სენტ-ეტიენი“), ანდრას საფერი (ბერლინის „უნიონი“), დომინიკ სობოსლაი („ლივერპული“), თამაშ შუჩი („ფამალიკაო“), ალექსი ტოტი („ბორნმუთი“), რაიმუნდ ტოტი („კონიასპორი“), მილან ვიტალისი („აეკი“).

თავდამსხმელები: გაბორ იურეკი (ბუდაპეშტის „მტკ“), დანიელ ლუკაჩი („პუშკაშ აკადემია“), დამირ რეჯიჩი („ზალცბურგი“), როლანდ შალაი („გალათასარაი“), ჯოზეფ შალაი („პაქსი“), ბარნაბა ვარგა (აეკ-ი).

მსგავსი