უნგრეთის ნაკრების მეკარე – ერთა ლიგაზე ჩვენი მიზანი ოთხივე თამაშის მოგებაა # TVSPORT

14:23, 19.09.2026

ბლექბერნ როვერსისა“ და უნგრეთის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ბალაშ ტოტმა ერთა ლიგის მომავალ მატჩებზე ისაუბრა და მიზნად ოთხივე მატჩის მოგება დაასახელა.

უნგრეთის ნაკრები 25 სექტემბერს შინ უკრაინას მიიღებს, 28 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება, 2 ოქტომბერს საქართველოს უმასპინძლებს, ხოლო სანაკრებო ფანჯარას 5 ოქტომბერს უკრაინასთან გასვლითი მატჩით დაასრულებს.

„ძალიან რთული მატჩები იქნება, რადგან ძლიერ მეტოქეებს ვეთამაშებით, მაგრამ ჩვენი მიზანი ოთხივე შეხვედრის მოგებაა. ვფიქრობ, უნგრეთი, საქართველო და უკრაინა თითქმის ერთი დონის გუნდებია და, დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩედილოეთ ირლანდიაზე ძლიერები ვართ.

თუმცა, ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ. ჩრდილოეთ ირლანდიელთა დამრიგებელი, მაიკლ ო’ნილი „ბლექბერნში“ ჩემი მწვრთნელი იყო, დარწუნებული ვარ, რომ ის ძლიერ და კარგად მომზადებულ გუნდს შექმნის. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანი A ლიგაში გადასვლაა და ყველა მატჩს იგივე მენტალიტეტით მივუდგებით, რადგან ჯგუფის მოგების რეალური შანსი გვაქვს“, – თქვა უნგრეთის ნაკრების მეკარემ.

მსგავსი