უნგრეთის მთავრობამ ბუდაპეშტში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სენატის დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ბუდაპეშტში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სენატის დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

აშშ-ის სენატის ორპარტიული დელეგაცია ბუდაპეშტს ეწვია, უნგრეთის მთავრობამ კი უარი განაცხადა მათთან შეხვედრაზე. ინფორმაციას „ესოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს.

დელეგაციის წევრებს უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა სურდათ, რათა მოეწოდებინათ უნგრეთის პარლამენტის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე კენჭისყრის შესახებ, თუმცა უნგრეთის მთავრობაში შეხვედრაზე თანხმობა არ განაცხადეს.

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ის იმედგაცრუებულია, რომ უნგრეთის მთავრობის ერთმა წევრმაც კი არ მიიღო დელეგაციის მიერ გაგზავნილი მოწვევა, თუმცა პოზიტიურად არის განწყობილი, რომ 26 თებევრალს, როდესაც უნგრეთის პარლამენტი მუშაობას დაუბრუნდება, დაიწყება შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე კენჭისყრა.

სენატორმა კრის მერფიმ კი განაცხადა, რომ აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრაზე ორბანის მთავრობის უარი უცნაური და შემაშფოთებელია.