უნგრეთიდან ბერლინში გადასული სოროსის ფონდი მუშაობას შეუდგა
უნგრეთიდან ბერლინში გადასული სოროსის ფონდი მუშაობას შეუდგა

უნგრეთიდან გერმანიაში გადასული სოროსის ფონდი ბერლინში მუშაობას შეუდგა. როგორც სააგენტო Dpa-სთან ინტერვიუში ფონდის ახალი განყოფილების ხელმძღვანელმა, გორან ბულდიოსკიმ განაცხადა, ბუდაპეშტიდან გერმანიაში ოჯახებთან ერთად ფონდის 80 თანამშრომელი გადავიდა.

მისივე თქმით, ბერლინის ოფისის ფონდის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენლობა ლონდონის, ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის ოფისებთან იქნება.

წარმოშობით უნგრელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის ფონდმა უნგრეთი მას შემდეგ დატოვა, რაც ვიქტორ ორბანის მთავრობის ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო კანონი სახელწოდებით „შეაჩერე სოროსი“. კანონი სისხლის სამართლის დევნას ითვალისწინებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც მიგრანტებს ეხმარებიან.