უნგრეთი მცირე ბიზნესისა და მუშახელისთვის გადასახადებს შეამცირებს
უნგრეთი მცირე ბიზნესისა და მუშახელისთვის გადასახადებს შეამცირებს

უნგრეთი მცირე ბიზნესისა და მუშახელისთვის გადასახადებს შეამცირებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთის პრემიერი მომდევნო წლებში შიდა ეკონომიკისთვის რთულ პერიოდს პროგნოზირებს. გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4.9 პროცენტი შეადგინა, თუმცა 2020 წელს მთავრობა მანამდე ნავარაუდევი 4 პროცენტის 3.5 პროცენტამდე შემცირებას პროგნოზირებს, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება.

ვიქტორ ორბანის თქმით, ახლა მათ ძალისხმევა 2020 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე უნდა მიმართონ, რისთვისაც ხელშემწყობი ფაქტორი იქნება გადასახადების შემცირება დასაქმებულებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.