უნგრეთი ევროკავშირს ზოგიერთი არასამთავრობოს დაფინანსების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

11:48, 16.10.2018

უნგრეთი ევროკავშირს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რომლებიც „მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს ძირს უთხრიან“. ეს განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა.

საკითხზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ფედერიკა მოგერინის პასუხი არის, რომ ორგანიზაცია სერიოზულად აკონტროლებს არასამთავრობო ორგანიზაციებს. მოგერინიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.

უნგრეთში აქტიურად ებრძვიან ჯორჯ სოროსს და მასთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

მსგავსი