უნგრეთი აფრიკული ქვეყნებისთვის უკრაინული მარცვლეულის მიწოდებისთვის 3,5 მილიონ დოლარს გამოყოფს
უნგრეთი აფრიკული ქვეყნებისთვის უკრაინული მარცვლეულის მიწოდებისთვის 3,5 მილიონ დოლარს გამოყოფს

უნგრეთი აფრიკული ქვეყნებისთვის უკრაინული მარცვლეულის მიწოდებისთვის 3,5 მილიონ დოლარს გამოყოფს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა.

„უნგრეთი დააფინანსებს უკრაინიდან აფრიკაში 3,5 მილიონი დოლარის ღირებულების 10 000 ტონა მარცვლეულის გაგზავნას თავისი გლობალური პასუხისმგებლობის ფარგლებში“, – განაცხადა სიიარტომ.

გასული წლის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტის ინიციტივით ამოქმედდა ინიციატივა „მარცვლეული უკრაინიდან“, რომლის ფარგლებშიც აფრიკისა და აზიის ღარიბ ქვეყნებში უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ 60 ხომალდს გაგზავნიან.