უნგრელი მწვრთნელი - ვიყავი საქართველოში, რომელიც ტალანტების ნამდვილი საბადოა #1TVSPORT
უნგრელი მწვრთნელი - ვიყავი საქართველოში, რომელიც ტალანტების ნამდვილი საბადოა #1TVSPORT

საქართველოში ბევრი ტალანტია – ამის შესახებ უნგრულ გამოცემა „ინდექსთან“ ინტერვიუში საფეხბურთო სელექციონერმა ფერენც აკოსმა განაცხადა.

ის ესპანელ მანუელ პელეგრინისთან ერთად, საფეხბურთო პროექტს, Goalsupport-ს ახორციელებს, რომლის მიზანიც ტალანტების შერჩევა და მათი ინდივიდუალური განვითარებაა. აკოსმა უნგრულ გამოცემასთან პროგრამის შესახებ ისაუბრა და საქართველო სწორედ ამ კონტექსტში გაიხსენა.

„დავდივართ, ვეძებთ და ვარჩევთ ტალანტებს. ვცდილოთ, მათი საუკეთესო თვისებები დავინახოთ და შემდეგ, ავტორიტეტული მწვრთნელების დახმარებით, მათ სწორად აღზრდასა და არაორდინალური თვისებების განვითარებაში დავეხმაროთ. გამუდმებით ვესწრებით მატჩებს და ბავშვებს საკუთარი თვალით ვუყურებთ. თითქმის ნახევარი წელი კავკასიაში გავატარე, სამი თვე ვიყავი სამხრეთ ამერიკაში, ასევე ვიმოგზაურე აშშ-სა და ევროპის ბევრ ქვეყანაში.

სხვათა შორის, საქართველოში ბევრი ტალანტი ვნახეთ. ეს ქვეყანა ნიჭიერი ბავშვების საბადოა. იქ ვიყავი რამდენიმე წლის წინ. საყურადღებოა, რომ ქართველ ბავშვები არა სახელმწიფო, არამედ კერძო კლუბების აკადემიებში იზრდებიან, მე ამაში დიდ შესაძლებლობებს ვხედავ. ქართველი ფეხბურთელები უნგრეთის ჩემპიონატშიც თამაშობდენ – აქ არის ბუდუ ზივზივაძე, ასევე იყო გიორგი ბერიძე, ის ახლა თურქეთის სუპერლიგის გუნდ „ანკარაგუჯუშია“. ყველამ გაიცნო „ნაპოლის“ სუპერვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 60 მილიონ ევროდ არის შეფასებული“, – ამბობს უნგრელი სპეციალისტი.