უნდერისა და პასტორეს გოლი-შედევრები | „რომამ“ მოუგებელი სერია შეწყვიტა (ვიდეო)

10:16, 27.09.2018
ROME, ITALY - SEPTEMBER 26:  Cengiz Under with Aleksandar Kolarov of AS Roma celebrate after scoring the team's fourth goal during the Serie A match between AS Roma and Frosinone Calcio at Stadio Olimpico on September 26, 2018 in Rome, Italy.  (Photo by Paolo Bruno/Getty Images)

იტალიის ჩემპიონატის მეექვსე ტურში „რომამ“ საკუთარ მოედანზე 4:0 გაანადგურა „ფროზინონე“. პირველი ტაიმის შემდეგ, ინტრიგა მატჩში უკვე აღარ არსებობდა.

მე-2 წუთზე ჯენგიზ უნდერმა ცენტრში ორი ფეხბურთელი მოატყუა და 25 მეტრიდან გაიტანა, 28-ე წუთზე კი ხავიერ პასტორემ მიიღო დავიდე სანტონის პასი და ქუსლით ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა. ტაიმის მიწურულს, სტეფან ელ შაარავიმაც გამოიჩინა თავი.

მეორე ტაიმში ერთი გოლი ვლადიმირ კოლაროვმაც დაამატა.

ამრიგად, „რომამ“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და ლიდერ „იუვენტუსს“ 10 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი