უნაი ნუნიესით ოთხი სუპერკლუბია დაინტერესებული
უნაი ნუნიესით ოთხი სუპერკლუბია დაინტერესებული

ბილბაოს „ატლეტიკის“ მცველით, უნაი ნუნიესით ერთდროულად ოთხი ევროპული გრანდია დაინტერესებული,  – იუწყება AS.

წყაროს ინფორმაციით, 23 წლის ესპანელის შეძენა ისეთ კლუბებს სურთ, როგორებიც, „მანჩესტერ სიტი“, „ბაიერნი“, „ინტერი“ და „ბარსელონა“ არიან.

ბასკებთან ნუნიესს კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს დადებული. ბილბაოს „ატლეტიკის“ ხელმძღვანელობას სურს, რომ კონტრაქტი გაახანგრძლივოს, რათა პერსპექტიული ფეხბურთელი მაქსიმალურად მაღალ ფასად გაასხვისოს.