უნაი ემერის მესუთ იოზილის გაყიდვა უნდა
უნაი ემერის მესუთ იოზილის გაყიდვა უნდა

გაზეთ Daily Mail-ის ინფორმაციით, ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი იმედოვნებს, რომ მისი კლუბი ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას გაყიდის მესუთ იოზილს და მიღებული თანხით ახალ ფეხბურთელებს შეიძენს.

დაახლოებით ერთი წლის წინ, იოზილმა ახალი კონტრაქტი გააფორმა „არსენალთან“, რომლის მიხედვითაც, კვირაში 350 ათას ფუნტს გამოიმუშავებს.

მიმდინარე პრემიერლიგაში იოზილმა 13 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.
„არსენალი“ სატურნირო ცხრილში, 41 ქულით მეხუთე ადგილზეა.