უნაი ემერის გუნდში - გაგუამ ესპანეთში კლუბი შეიცვალა #1TVSPORT
უნაი ემერის გუნდში - გაგუამ ესპანეთში კლუბი შეიცვალა #1TVSPORT

20 წლის გიორგი გაგუა ახალ კლუბში ითამაშებს – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი ერთწლიანი იჯარით გადავიდა „რეალ უნიონში“, რომელიც ესპანეთის რანგით მესამე ლიგაშია.

გიორგი „დეპორტივო ალავესის“ ფეხბურთელია, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა მხოლოდ სარეზერვო გუნდში ესპანეთის რანგით მე-4 ლიგაში (ტერსერა RFEF) ჰქონდა. გუნდი ლა ლიგაში გადავიდა, მაგრამ შეთავაზება ბასკური კლუბისგან მიღო და დათანამხდა.

გაგუას სისტემატურად იწვევენ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, რომელიც 2023 წელს ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლის სტატუსით ითამაშებს (ევრო2023-ს საქართველი და რუმინეთი უმასპინძლებენ) და 21 წლის თავდამსხმელს ტურნირამდე უკეთეს დონეზე სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ „რეალ უნიონის“ მფლობელი უნაი ემერია, ცნობილი მწვრთნელი, რომელსაც სერიოზული წარმატებით ხელმძღვანელობდა „სევილიას“, „არსენალს“, „ვილეარეალს“. 2014 წელს ის ლა ლიგისა და ევროპის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

დატოვე კომენტარი