54 წლის ესპანელი სპეციალისტი უნაი ემერი, დიდი ალბათობით, ამ სეზონის შემდეგ დატოვებს „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს. ძირითადი მიზეზი უკმაყოფილებაა კლუბის დაფინანსების გამო. ემერის არ მოსწონს ტრანსფერებზე დაწესებული შეზღუდვები. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Football Insider-ი.
„ასტონ ვილას“ წარმატებების მიუხედავად, ბირმინგემული კლუბი ბოლო წლებში სირთულეებს აწყდება ფინანსური წესების დაცვის მხრივ როგორც პრემიერლიგაში, ასევე ევროტურნირებზე. თებერვალში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უეფა „ასტონ ვილას“ ისევ დააჯარიმებს იმ მოგების მიუხედავად, რომელიც მან გასულ სეზონში მიიღო.
ეს იმას უკავშირდება, რომ „ასტონ ვილამ“ ისევ დაარღვია უეფა-ს წესები გუნდის შემადგენლობაზე დანახარჯების მაჩვენებლებით. ამ წესის თანახმად, კლუბებში დანახარჯები სახელფასო ბიუჯეტზე, სატრანსფერო თანხებსა და აგენტების საკომისიოებზე არ უნდა აღემატებოდეს საერთო შემოსავლის 70 პროცენტს.
უნაი ემერი „ასტონ ვილას“ 2022 წლიდან უდგას სათავეში. ამ მომენტისთვის გუნდი მეოთხე ადგილზეა პრემიერლიგაში და გასულია ევროპის ლიგის მერვედფინალში, სადაც „ლილს“ შეხვდება.