უნაი ემერი – უმაღლესი კლასის მოთამაშეებითა და მწვრთნელით დაკომპლექტებულ გუნდთან დაპირისპირება ძალიან დიდი გამოწვევაა #1TVSPORT

09:10, 12.08.2026

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ „პარი სენ-ჟერმენთან“ უეფა-ს სუპერ თასის მატჩის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„უმაღლესი კლასის მოთამაშეებითა და მწვრთნელით დაკომპლექტებულ გუნდთან დაპირისპირება ძალიან დიდი გამოწვევაა. ტოპ მეტოქეებთან შეხვედრა მსიამოვნებს, ვინაიდან ეს პროფესიულ ზრდაში მეხმარება.

ჩემს აქამდე მიღებულ ცოდნასა და დაგროვილ გამოცდილებას სრულად ვიყენებ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავძლიერდე. ამასთან, ძალიან სასიამოვნოა, როცა კლუბში ყველა ჩემს პროგრესზე ზრუნავს.

ბოლომდე დავიხარჯებით. მართალია, ოპტიმალური შემადგენლობით ვერ გამოვდივართ, მაგრამ მსგავსი სირთულეების წინაშე არიან თავად პარიზელებიც. პსჟ-თან მატჩში საკუთარ შესაძლებლობებს სრულად გამოვავლენთ, თუმცა ფავორიტის სტატუსი მაინც მათ ეკუთვნით“, – ამბობს ემერი.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ასტონ ვილას“ მატჩი 12 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი