უმწვრთნელოდ დარჩენილმა „არსენალმა“ პირადი ანტირეკორდი დაამყარა
უმწვრთნელოდ დარჩენილმა „არსენალმა“ პირადი ანტირეკორდი დაამყარა

უნაი ემერის განთავისუფლების შემდეგ ლონდონის „არსენალმა“ თავისი პირველი საშინაო მატჩი „ბრაიტონთან“ გამართა, 1-2 დამარცხდა და 1977 წლის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერია დააფიქსირა.

დროებითი დამრიგებლის, ფრედი ლიუნგბერგის ხელმძღვანელობით გამართულ მატჩში ლონდონელებმა პირველი გოლი 36-ე წუთზე გაუშვეს (ადამ ვებსტერი), თუმცა 50-ეზე ალექსანდერ ლაკაზეტმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

ამის შემდეგ, დავიდ სილვამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, თუმცა ვიდეოგამეორებამ დაადგინა, რომ „არსენალის“ ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.

80-ე წუთზე კი სტუმრებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს (ნილ მოპეი) და „არსენალის“ მოუგებელი სერია შვიდ მატჩამდე გაიზარდა.

ლონდონელები ამჟამად სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფებიან და ჩემპიონთა ლიგის ზონას 10 ქულით ჩამორჩებიან.