უმნიშვნელოვანესი ეტაპი ქართული ხელბურთისთვის - საქართველო-ფინეთის მატჩი დღეს 19:00 საათზე დაიწყება (ვიდეო)

დღეს, 19:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში ქართული ხელბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება – საქართველოს ეროვნული გუნდი ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ჩვენი ეროვნული ნაკრები სერიოზული გამოწვევის წინაშეა: საქართველო-ფინეთის ორმატჩიანი დაპირისპირების გამარჯვებული ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს. საპასუხო მატჩი 19 იანვარს ფინეთის ქალაქ რიიჰიმიაკიში გაიმართება.

თუ საქართველოს ნაკრები ორი მატჩის ჯამში გამარჯვებას მოიპოვებს, ჩვენი გუნდი წელსვე უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადავა: 2020 წლის ოქტომბრიდან თბილისს ევროპის უძლიერესი გუნდები ეწვევიან. ეს იქნება ქართული ხელბურთის ახალი დღე და ჩვენი ნაკრები ელიტაში მოხვდება.

მთავარ შესარჩევ რაუნდში 32 ადგილია – არ ითამაშებენ მხოლოდ ფინალური ტურნირის მასპინძლები, უნგრეთი და სლოვაკეთი, ასევე ევროპის 2020 წლის ჩემპიონი და ფინალისტი. დანარჩენი 32 გუნდი განაწილდება 8 ჯგუფად და ორ წრედ ითამაშებს. ფინალურ ეტაპზე გავა ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი – ე.ი. 32-დან 20 ნაკრები. თუ ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელ პროგრესს გავითვალისწინებთ, ევრო 2022-ზე მოხვედრა სრულიად რეალური პერსპექტივაა.

სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

საქართველო: 12 ზურაბ ცინცაძე, 22 შოთა თევზაძე – 5 ნიკოლოზ კალანდაძე, 7 ხაზეინ რუსტამოვი, 8 ირაკლი ჩიქოვანი, 9 გიორგი მიქავა, 10 ირაკლი კბილაშვილი, 11 გიორგი ცხოვრებაძე, 14 თეიმურაზ ორჯონიკიძე, 18 უჩა მაისურაძე, 20 ერეკლე არსენაშვილი, 23 რევაზ ჭანტურია, 24 ირაკლი გოგოლაძე, 30 ზურაბ აბრამიშვილი,  31 გიორგი დიხამინჯია, 77 ლექსო წითელიშვილი – მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი, მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, ფიზიოთერაპევტი დრაგან ილიჩი, სპორტული დირექტორი დრაგან ჯუკიჩი

ფინეთი: 12 პატრიკ როსლანდერი, 30 მიქაელ მაკელა – 3 მირო კოლიონენი, 6 ოსკარ კილსტედტი, 7 ფრედრიკ ფორსი, 10 ნიკო რონბერგი, 11 ბენიამინ ჰელანდერი, 13 იან-რობინ შომანი, 14 ანტონი ჰელაკოსკი, 15 რიხარდ სუნდბერგი, 17 იან მარტინი, 19 რონი სიურიალა, 20 რობინ გრანლუნდი, 21 მაქს გრანლუნდი, 23 სებასტიან საკინენი, 35 ტეემუ ტამინენი – მთავარი მწვრთნელი ოლა ლინდგრენი, მწვრთნელი ტედი ნორდლინგი, მწვრთნელი: ქრისტიან ანდერსონი, ფიზიო: ლინა კოსკინენ-ჰოლმკვისტი

მსაჯები: იარონ ბენ-დანი, ასაფ ფარანი (ისრაელი), დელეგატი: ქენან გიოქმენი (თურქეთი)

დატოვე კომენტარი