უმჯობესია, გავიცინო - ბენზემა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის შექებას გამოეხმაურა
უმჯობესია, გავიცინო - ბენზემა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის შექებას გამოეხმაურა

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა გამოეხმაურა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ნოელ ლე გრეს სიტყვებს. მან ბენზემას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

„უმჯობესია, გავიცინო ამაზე“, – დაწერა ბენზემამ ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის შემოდგომაზე, ლე გრემ განაცხადა, რომ ბენზემას კარიერა საფრანგეთის ნაკრებში დასრულებულია. „რეალის“ ფორვარდს ეროვნულ გუნდში 2015 წლის შემდეგ არ იძახებენ იმ სკანდალის გამო, რომელიც ინტიმური ვიდეოთი ნახევარმცველის მატიო ვალბუენას შანტაჟს უკავშირდება.

ამ სეზონში ბენზემამ პრიმერას 37 მატჩში 21 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი პასი შეასრულა.