უმცროსი ტურამი საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახეს
უმცროსი ტურამი საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახეს

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა დაასახელა ის 26 ფეხბურთელი, რომლებიც უახლოესი სანაკრებო მატჩებისთვის მოემზადება. პირველად მსოფლიოს ჩემპიონის რიგებში გამოძახებულია “გლადბახის” ფორვარდი მარკუს ტურამი – ლეგენდარული ლილიან ტურამის ვაჟი.

მეკარეები – ბენუა კოსტილი (ბორდო), უგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), მაიკ მენიალი (ლილი), სტივ მანდანდა (მარსელი);

მცველები – ლუკა დინი (ევერტონი, ინგლისი), ლეო დუბუა (ლიონი), ლუკას ერნანდესი (ბაიერნი, გერმანია), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), კლემან ლანგლე (ბარსელონა, ესპანეთი), ბენჟამენ პავარი (ბაიერნი, გერმანია), რაფაელ ვარანი (რეალი, ესპანეთი), კურტ ზუმა (ჩელსი, ინგლისი);

ნახევარმცველები – ნ’გოლო კანტე (ჩელსი), სტივენ ნ’ზონზი (რენი), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნ, ინგლისი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი, იტალია), მუსა სისოკო (ტოტენჰემი, ინგლისი), კორენტენ ტოლისო (ბაიერნი, გერმანია);

ფორვარდები – ვისამ ბენ იედერი (მონაკო), კინგსლი კომანი (ბაიერნი, გერმანია), ნაბილ ფეკირი (ბეტისი, ესპანეთი), ოლივიე ჟირუ (ჩელსი, ინგლისი), ანტუან გრიზმანი (ბარსელონა, ესპანეთი), ანტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნ, ინგლისი), კილიან მბაპე (პსჟ), მარკუს ტურამი (გლადბახი, გერმანია).

საფრანგეთის ნაკრებმა უნდა ჩაატაროს ამხანაგური მატჩი ფინეთთან (11 ნოემბერი, შინ) და ერთა ლიგის მატჩები პორტუგალიასთან (14 ნოემბერი, სტუმრად) და შვედეთთან (17 ნოემბერი, შინ).