უმცროსი მარადონა - მამაჩემსა და მესის მხოლოდ ისინი ადარებენ ერთმანეთს, ვინც ფეხბურთში ვერ ერკვევიან #1TVSPORT
უმცროსი მარადონა - მამაჩემსა და მესის მხოლოდ ისინი ადარებენ ერთმანეთს, ვინც ფეხბურთში ვერ ერკვევიან #1TVSPORT

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას ვაჟმა, დიეგო არმანდო მარადონა-უმცროსმა კომენტარი გააკეთა არგენტინის ნაკრების მარცხზე საუდის არაბეთთან, ასევე აზრი გამოთქვა ლიონელ მესის შესახებ.

„მამაჩემსა და მესის მხოლოდ ისინი ადარებენ ერთმანეთს, ვინც ვერ ერკვევიან ფეხბურთში. ჩვენ ორ განსხვავებულ პლანეტაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ არ მინდა მესის ხაზი გადავუსვა.

ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამ წაგებით. რთულია დავიჯერო, რომ ეს სინამდვილეში მოხდა. საუდის არაბეთთან წაგება — ეს სიგიჟეა. მაგრამ ფეხბურთში ხდება ისე, რომ აგებ გაცილებით სუსტ მოწინააღმდეგესთან“, – მოჰყავს უმცროსი მარადონას სიტყვები გაზეთ Marca-ს.

არგენტინა C ჯგუფის პირველ ტურში საუდის არაბეთთან 1:2 დამარცხდა.