უმცროსი კლუივერტი და ვეა „გოლდენ ბოის“ ნომინანტები არიან
უმცროსი კლუივერტი და ვეა „გოლდენ ბოის“ ნომინანტები არიან

იტალიურმა გამოცემა „ტუტოსპორტმა“ (Tuttosport) ყოველწლიურ პრემია „გოლდენ ბოიზე“ (Golden Boy) წარდგემილი 40 პრეტენდენტის სია გამოაქვეყნა. ეს პრიზი 21 წლამდე ასაკის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს გადაეცემა.

ნომინანტებს შორის მოხვდნენ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე, „ლივერპულის“ მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, „მილანის“ ფორვარდი პატრიკ კუტრონე, „აიაქსის“ მცველი მატიას დე ლიხტი, „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ფილ ფოდენი, აშრაფ ჰაკიმი და კრისტიან პულიშიჩი „დორტმუნდიდან“, მოიზე კინი „იუვენტუსიდან“, აგრეთვე ვინისიუს ჟუნიორი მადრიდის „რეალიდან“.

კანდიდატებს შორის არიან პატრიკ კლუივერტისა და ჯორჯ ვეას შვილებიც.

გამარჯვებული გამოვლინდება დეკემბრის შუა რიცხვებში, სპეციალურ ცერემონიაზე.

შარშან, ამ პრემიის მფლობელი კილიან მბაპე გახდა. საუკეთესოს ასახელებენ ევროპული გაზეთები – Corriere dello Sport, Gazzetta dello Sport, Marca, L’Equipe, Bild, The Times, Blick, De Telegraaf, A Bola, Aftonbladet და SportDay.