უმცროსი „ბორჯღალოსნები“ საფრანგეთთან მატჩისთვის ემზადებიან - ლადო კილასონიამ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ საფრანგეთთან მატჩისთვის ემზადებიან - ლადო კილასონიამ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან. გუნდმა ოთხკვირიანი მოსამზადებელი შეკრება დაასრულა და საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც 18 მაისს ფრანგების წინააღმდეგ ტესტმატჩს გამართავს.

ლადო კილასონია (20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

„დავასრულეთ ოთხკვირიანი შეკრება, რომლის დროსაც აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე, სარაგბო უნარებსა და ტაქტიკაზე კეთდებოდა. ამ ეტაპზე მომზადების დონით კმაყოფილი ვარ. ახლა მზადების მეორე ეტაპი იწყება, რომლის დროსაც სამ შეხვედრას ჩავატარებთ, ერთს – საფრანგეთის, ორს კი ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ. გუნდში 18 ლეგიონერი გვყავს, მათი ნაწილი საფრანგეთში შემოგვიერთდება, ნაწილი ინგლისთან თამაშისთვის თბილისში გამოგვყვება. სრული შემადგენლობით კი ჩემპიონატის წინ შევიკრიბებით“.

უმცროსი „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა:

შერკინება: გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), ლუკა კოტორაშვილი („ხვამლი“), ლუკა უნგიაძე („არწივები“), ნიკოლოზ ბაბუნაშვილი („ლელო“), ბასა ხონელიძე („ორიაკი“), თამაზ ჭამიაშვილი („ხარები“), ბადრი ციხისთავი („ბაიონი“), გიგა თუთისანი („კლერმონი“), დავით მჭედლიშვილი („ლელო“), გურამ ღანიაშვილი („გრენობლი“), ოთარ კინწურაშვილი („ანგულემი“), გიორგი ქურხული („პროვანსი“), გიორგი გერგედავა („კლერმონი“), ლაშა ციხისთავი („ბაიონი“), ნიკოლოზ საყვარელიძე („ორიაკი“), თორნიკე ბაიხოიძე („ხვამლი“), დავით ვარდანიძე („აია“), ნიკა ლომიძე („ხარები“);

ხაზი: დავით ხუროშვილი („ლელო“), ალექსანდრე ჯიღაური („ლელო“), გელა ხელაძე („ლელო“), პეტრე ხუციშვილი („ლელო“), დიტო ბერაია („ლელო“), ნიკოლას რაგოევი („ნევერი“), გიორგი შველიძე („ბრივი“), ლუკა ცირეკიძე („ლელო“), ლუკა ხორბალაძე („ლელო“), ვაჟა მიქაძე („ლელო“), ლუკა სახელაშვილი („ლოკომოტივი“), ლუკა კობაური („პერპინიანი“), საბა არჩვაძე („ლელო“).

18 მაისს, საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებთან თამაშის შემდეგ უმცროსი „ბორჯღალოსნები“ შინ დაბრუნდებიან და ინგლისელ თანატოლებთან მატჩებისთვის განაგრძობენ მზადებას. თამაშები 27 მაისსა და 1-ელ ივნისს „ავჭალის“ სტადიონზე გამართება.

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2023 წლის 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს. საქართველო ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკის, იტალიისა და არგენტინის წინააღმდეგ ითამაშებს, რის შემდეგაც პლეი ოფის კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს.