უმარ ნურმაგომედოვი მიმდინარე კვირას აბუ დაბიში ვეღარ იასპარეზებს
უმარ ნურმაგომედოვი მიმდინარე კვირას აბუ დაბიში ვეღარ იასპარეზებს

უმარ ნურმაგომედოვის დებიუტი UFC-ში მიმდინარე შაბათს ვეღარ შედგება. ხაბიბის ახალგაზრდა ბიძაშვილს აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე UFC 254-ის ფარგლებში სერგეი მოროზოვის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა. RT Sport-ისა და TASS-ის ინფორმაციით უმარს სტაფილოკოკის ინფექცია შეეყარა და ამის გამო ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ უმარ ნურმაგომედოვს UFC-ის სადებიუტო ბრძოლა უკვე მესამედ გადაედო. 24 წლის მებრძოლი თავდაპირველად ჰანტერ აზურეს 24 აპრილს უნდა შეხვედროდა, თუმცა აღნიშნული ქარდი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიშალა. შემდგომ უმარის ბრძოლა ივლისში ნათანიელ ვუდის წინააღმდეგ დაიგეგმა. ამ შემთხვევაში უმარმა ბრძოლაში მონაწილეობა ხაბიბის მამის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის გარდაცვალების გამო ვერ შეძლო.

უმარ ნურმაგომედოვის რეკორდი შერეულ ორთაბრძოლებში ასე გამოიყურება – 12:0.

რაც შეეხება სერგეი მოროზოვს, მისთვის პრომოუშენი ახალ მეტოქეს ეძებს. შეგახსენებთ, რომ მთავარი ბრძოლა UFC 254-ზე ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ჯასტინ გეიჯის შორის შედგება.