„ულსან ჰიუნდაიმ“ ყაზაიშვილის დუბლით „დაეგუ“ დაამარცხა #1TVSPORT
„ულსან ჰიუნდაიმ“ ყაზაიშვილის დუბლით „დაეგუ“ დაამარცხა #1TVSPORT

სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ვაკო ყაზაიშვილის გუნდმა, „ულსან ჰიუნდაიმ“ მორიგი შეხვედრა ჩაატარა და „დაეგუ“ 3:1 დაამარცხა.

ვაკო ყაზაიშვილი შესანიშნავ ფორმაშია და ზედიზედ მეორე მატჩში დუბლი შეასრულა.

ქართველმა ლეგიონერმა მეტოქის კარი 66-ე წუთზე აიღო და ანგარიში 2:0 გახდა. „დაეგუმ“ ერთი ბურთის გაქვითვა 88-ე წუთზე მოახერხა. მატჩის მიწურულს, 90+4-ე წუთზე კი ვაკო ყაზაიშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და „ულსან ჰიუნდაიმ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

სამხრეთ კორეის ჩემპიონატში 19 ტურის შემდეგ „ულსან ჰიუნდაი“ 47 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარ „სეულს“ 15 ქულით ასწრებს.