ულრიკ ტიდესტრომი - ყველა მხარეს მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, იმოქმედონ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში
ულრიკ ტიდესტრომი - ყველა მხარეს მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, იმოქმედონ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში

ყველა მხარეს მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, იმოქმედონ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში, – ამის შესახებ „ტვიტერში“ საქართველოში შვედეთის ელჩი ​ულრიკ ტიდესტრომი წერს.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. ვაღიარებთ იმ ტკივილს, რომელიც ბევრმა ადამიანმა დღეს იგრძნო. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოავლინონ თავშეკავებულობა და ყოველთვის იმოქმედონ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში“, – წერს საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი „ტვიტერში“.