ული ჰიონესის ნათესავი „ჰოფენჰაიმის“ მთავარი მწვრთნელი გახდა
ული ჰიონესის ნათესავი „ჰოფენჰაიმის“ მთავარი მწვრთნელი გახდა

სებასტიან ჰიონესი „ჰოფენჰაიმის“ მთავარი მწვრთნელი გახდა.

როგორც კლუბის პრესსამსახური წერს, მხარეებმა კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმეს.

38 წლის ჰიონესი 2019 წლის ზაფხულიდან მუშაობდა „ბაიერნის“ მეორე გუნდში და მას მესამე ბუნდესლიგის ჩემპიონატი მოაგებინა.

„ჰოფენჰაიმი“ 9 ივნისიდან უმწვრთნელოდ არის დარჩენილი, როცა კონტრაქტი გაწყვიტა ალფრედ შრიოდერთან.

2019-20 წლების სეზონში „ჰოფენჰაიმმა“ მეექვსე ადგილი დაიკავა ბუნდესლიგის ცხრილში.

სებასტიან ჰიონესი მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილ პრეზიდენტ ული ჰიონესის ნათესავია.