უკვე ოფიციალურად - მაქაცარია „დილას“ ფეხბურთელია #1TVSPORT
უკვე ოფიციალურად - მაქაცარია „დილას“ ფეხბურთელია #1TVSPORT

გორის „დილამ“ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი – 26 წლის ცენტრალური თავდამსხმელი თამაზ მაქაცარია „დილაში“ ითამაშებს.

გორის კლუბის პრესსამსახურის ცნობით, „დილასა“ და მოთამაშეს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და თამაზ მაქაცარია გორის კლუბის წევრი 2-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე გახდა.

მან გასული სეზონი ელიგაში ახლად აღზევებულ „გაგრაში“ გაატარა, რომელიც წინა წელს ლიგა 2-ში ასპარეზობდა. 23 გოლის გატანა მოახერხა და შეიკნე სილასთან ერთად გათამაშების თანაბომბარდირი გახდა.

ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდირმა კარიერა „ცხინვალში“ დაიწყო. მას ასევ უთამაშია ბათუმის „დინამოს“, „რუსთავის“, „სამტრედიას“, ბოლნისის „სიონისა“ და „ვიტ-ჯორჯრიას“ რიგებში.