უკვე ოფიციალურად – კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს რემატჩი 23 იანვარს გაიმართება

15:13, 20.11.2020

კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს მეორე ბრძოლა 23 იანვარს UFC 257-ის ფარგლებში გაიმართება. მხარეებმა მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულეს და ორივე მებრძოლმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად კონორის ოფიციალურმა ვებგვერდმა (The Mac Life) გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ კონორი და დასტინი ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. 7 წლის წინ UFC 178-ზე ირლანდიელმა „ბრილიანტი“ პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

მაკგრეგორმა ბოლოს მიმდინარე წლის იანვარში იბრძოლა. კონორმა დონალდ სერონეს 40 წამში ტექნიკური ნოკაუტით სძლია. რაც შეეხება დასტინ პორიეს, მან ბოლოს ახალ ზელანდიელ დენ ჰუკერს მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით მოუგო.

მსგავსი