უკვე ოფიციალურად - ბუღრიძე დინამოელია 
უკვე ოფიციალურად - ბუღრიძე დინამოელია 

ირაკლი ბუღრიძე თბილისის „დინამოში“ ითამაშებს – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერზე ინფორმაციას თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„ჩვენს კლუბთან კონტრაქტი ფლანგის შემტევმა – ირაკლი ბუღრიძემ გააფორმა. 22 წლის ფეხბურთელი „დინამოს” აკადემიის აღზრდილია, სხვადასხვა დროს კი თბილისის „ლოკომოტივის”, საჩხერის „ჩიხურას” და ბელგიური “ბეერსხოტის” ღირსებას იცავდა” – წერია „დინამოს” განცხადებაში.

ამავე დროს მითითებულია, რომ „დინამოს” და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება ორი წლის ვადით გაფორმდა.

თავდამსხმელი 2019 წლის იანვარში ბელგიურ „ბეერსხოტში“ გადავიდა, მაგრამ კლუბში სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო გუნდის დატოვება გადაწყვიტა და დეკემბერში კონტრაქტი ნაადრევად გაწყვიტა.