უკვე ოფიციალურად - ბექა მიქელთაძე „რუბინის“ ფეხბურთელი გახდა
უკვე ოფიციალურად - ბექა მიქელთაძე „რუბინის“ ფეხბურთელი გახდა
ბექა მიქელთაძემ რუსეთის პრემიერლიგის „რუბინთან“ კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას ყაზანის საფეხბურთო კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
21 წლის ქართველი თავდამსხმელის გადასვლის დეტალები დაკონკრეტებული არაა. თუმცა, მიქელთაძემ გამგზავრებამდე საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ რუსულ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ აქამდე „რუბინს“ ორი ქართველი ახალგაზრდა შეუერთდა – 18 წლის თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანატოლი, შემტევი ნახევარმცველი ზუკა დავითაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამოსა“ და „რუსთავში“ ნათამაშები ბექა მიქელთაძე ბოლოს ფამაგუსტის „ანორთოსისში“ გამოდიოდა, რომელიც მაისში დატოვა. კვიპროსულ კლუბში მიქელთაძემ 25 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.