უკვე ოფიციალურად - ალავიძემ ბათუმის „დინამო“ დატოვა #1TVSPORT
უკვე ოფიციალურად - ალავიძემ ბათუმის „დინამო“ დატოვა #1TVSPORT

მიხეილ ალავიძისა და ბათუმის „დინამოს“ გზები გაიყარა, – გავრცელებული ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

„მიხეილ ალავიძე მომავალ სეზონში ჩვენი გუნდის ღირსებას აღარ დაიცავს. მადლობა მიშას თავდაუზოგავი შრომის, გარჯისა და ძალისხმევისთვის, ვუსურვებთ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და საფეხბურთო კარიერაში“, – წერია ბათუმის „დინამოს“ განცხადებაში.

35 წლის გოლკიპერის კარიერა 19 წლის წინ „თბილისში“ დაიწყო. შემდეგ იყო რუსთავის „ოლიმპი“, „ლოკომოტივი“, ბაქოს „სტანდარტი“, უზბეკური „შორტან გუზორი“ და „ანდიჯანი“. აღსანიშნავია, რომ ბათუმის „დინამოში“ ის სამჯერ გადავიდა – 2011, 2013 და 2018 წლებში.

ალავიძე ბათუმის გუნდის უახლესი ისტორიის გამორჩეული წევრია: რვა საფეხბურთო სეზონის განმავლობაში 195 მატჩი ჩაატარა, ეროვნული ლიგის ჩემპიონობა, ვიცე-ჩემპიონობაც და სუპერთასის მოგებაც ბათუმელებთან ერთად იზეიმა.