უკვე ოფიციალურად - აბურჯანია „ოვიედოს“ ფეხბურთელია
უკვე ოფიციალურად - აბურჯანია „ოვიედოს“ ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ესპანეთის ლა ლიგა 2-ის „ოვიედოს“ მოთამაშეა – ინფორმაციას „ოვიედოს“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ოვიედოს „რეალი“ და „სევილია“ შეთანხმდნენ გიორგი აბურჯანიას ტრანსფერზე, კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდეა გათვლილი და ხელშეკრულების გამოსყიდვას ითვალისწინებს. სამედიცინო შემოწმების წარმატებული გავლის შემდეგ, ფეხბურთელი გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება. ნახევარმცველის ოფიციალური პრეზენტაცია უახლოეს დღეებში შედგება,“ – წერია კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

25 წლის გიორგი აბურჯანია 1995 წლის 2 იანვარს თბილისში დაიბადა. 16 წლის ასაკში ეროვნულ ლიგაში სადებიუტო შეხვედრა რუსთავის „მეტალურგში“ ჩაატარა. ასევე თამაშობდა თბილისის „ოლიმპში“, გორის „დილასა“ და თბილისის „ლოკომოტივში“. 2014 წელს კონტრაქტი კვიპროსულ „ანორთოსისთან“ გააფორმა, მოგვიანებით კი ტარაგონასხიმნასტიკს“ შეუერთდა, 16 თამაში ჩაატარა და „სევილიაში“ მიიწვიეს, მაგრამ მხოლოდ მის შვილობილ გუნდში თამაშობდა (34 მატჩი). 2018/19 სეზონი „ლუგოს“ რიგებში იყო (29 თამაში), გასულ სეზონში, კი აბურჯანიამ „ტვენტეში” იჯარით ითამაშა (23 თამაში).