უკვე ოცდამეათედ - „ბენდელას თასისთვის“ 16 გუნდი იბრძოლებს
უკვე ოცდამეათედ - „ბენდელას თასისთვის“ 16 გუნდი იბრძოლებს

17 დეკემბერს სტარტს „ბენდელას თასის“ 30-ე გათამაშება აიღებს. ამჯერად მთავარი პრიზისთვის 2008 წელს დაბადებული ბავშვები იბრძოლებენ.

„ბენდელას თასზე“ 16 გუნდი ითამაშებს, რომლებიც ოთხ ჯგუფში გადანაწილდა, შემდეგ ეტაპზე კი ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები გავდლენ.

წლევანდელ გათამაშებაზე თბილისის შვიდი გუნდი იქნება, ხუთი – რეგიონიდან, სამი წარმომადგენელი ყაზახეთს ეყოლება, ერთი კი აზერბაიჯანს. დღეს, „ბენდელას“ სტადიონზე ტურნირის კენჭისყრა გაიმართა, სადაც გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

“A” ჯგუფი
საბურთალო, დინამო-2, ტორპედო (ქუთაისი), კაირატი-2 (ყაზახეთი)

“B” ჯგუფი
საბურთალო-2009, კასპი (კასპი), ლოკომოტივი, კაირატი (ყაზახეთი)

“C” ჯგუფი
საბურთალო-2, მერანი (მარტვილი), თენგიზ სულაქველიძის აკადემია, აქტაუ (ყაზახეთი)

“D” ჯგუფი
დინამო, ყარაბახი (აზერბაიჯანი). ჩიხურა (საჩხერე), გორი (გორი)