უკვე 30 მილიონ ევროდ შეფასდა - მამარდაშვილის ტრანსფერი ხუთი მილიონით გაძვირდა #1TVSPORT
უკვე 30 მილიონ ევროდ შეფასდა - მამარდაშვილის ტრანსფერი ხუთი მილიონით გაძვირდა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი 30 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ინფორმაციას სამენეჯერო ვებპორტალი Transfermarkt-ი ავრცელებს.

Transfermarkt-ი მოთამაშეთა ფასებს პერიოდულად აახლებს და გიორგი მამარდაშვილის ღირებულება 25 მილიონი ევროდან 30 მილიონამდე გაიზარდა.

22 წლის ქართველი მეკარის გაზრდილი შეფასება გასაკვირი არ არის – გიორგი ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელმაც ლა ლიგაში „ვალენსიას“ კარი ზედიზედ 51 შეხვედრაში დაიცვა.

ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ მოთამაშეთა ხუთეული ასე გამოიყურება:

1. ხვიჩა კვარაცხელია, 22 წლის, ნაპოლი – 85.00 მილიონი ევრო

2. გიორგი მამარდაშვილი, 23 წლის, ვალენსია – 30.00

3. გიორგი მიქაუტაძე, 22 აიაქსი – 10.00

4. ზურიკო დავითაშვილი, 22 წლის, ბორდო – 3.00

5. ირაკლი აზაროვი 21 წლის, შახტარი – 2,50