უკრაინულმა „მინაიმ“ გორის „დილა“ მიხეილ მესხის გოლით დაამარცხა #1TVSPORT
უკრაინულმა „მინაიმ“ გორის „დილა“ მიხეილ მესხის გოლით დაამარცხა #1TVSPORT

თურქულ შეკრებაზე მყოფმა გორის „დილამ“ მეორე ამხანაგური მატჩი უკრაინის პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ „მინაისთან“ ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.

მინაიმ“ დასაწყისი კარგად ჩაატარა, საგოლე მომენტები შექმნა და ანგარიში მალევე გახსნა. „დილამ“ პირველ ტაიმშივე გაათანაბრა. სწრაფი შეტევის შემდეგ გორელების თავდამსხმელმა თორნიკე კაპანაძემ ახლო მანიძილიდან ზუსტად დაარტყა.

კარპატელებმა მეორე ტაიმში დაწინაურება ისევ მოახერხეს და ყველაზე საინტერსო ისაა, რომ ქართულ გუნდს მიხეილ მესხმა გაუტანა – 24 წლის შემტევმა, რომელიც „მეზოკოვეშდში“ ქართველების თანაგუნდელი იყო, 15 მეტრიდან კარგად დაარტყა – ბურთი ძელს მოხვდა და კარში შეგორდა. საბოლოოდ, „მინაიმ“ 2:1 მოიგო.

გორელთა შემადგენლობაში პირველად ითამაშა უკრაინული „ლვოვიდან“ იჯარით დამატებულმა ნახევარმცველმა ალვარო ტავარეშმა. ასევე, რამდენიმე ლეგიონერმა, რომლებიც „დილაში“ სინჯებზე მიიწვიეს.

„დილა“: ბულისკირია, ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, ნონდი, სილვა, მოსიაშვილი, სანტოსი, გაგნიძე, კაპანაძე, გომისი, ივანიაძე

მეორე ნახევარი: ბულისკირია, ძოწენიძე, გაფრინდაშვილი, კობერიძე, მამულაშვილი, გეგელაშვილი, დრამე, ლომთაძე, მაქაცარია, ალი პაირუსი (ალვარო ტავარეში), მაჰარაფა ტანდინა (გოუნი მოჰამედი)

„დილა“ მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ისევ უკრაინულ გუნდთან, ოდესის „ჩერნომორეცთან“ გამართავს, სადაც ბექა ვიჩიბერაძე და გიორგი წიტაიშვილი თამაშობენ. შეხვედრა 13 თებერვალს ჩატარდება.