უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ვასილკოვოში ნავთობის ბაზა დაბომბა

03:53, 27.02.2022

რუსეთმა უკრაინაში, ვასილკოვოში ნავთობის ბაზა დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დაბომბვის შედეგად, ადგილზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.

ქალაქის მერის, ნატალია ბალასინოვიჩის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმები ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით განახორციელა.

მსგავსი