უკრაინული მედიის ინფორმაციით, ალექსეი არესტოვიჩი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამიერიდან კვირაში მხოლოდ ერთ ან ორ ბრიფინგს გამართავს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ალექსეი არესტოვიჩი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამიერიდან კვირაში მხოლოდ ერთ ან ორ ბრიფინგს გამართავს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველ ალექსეი არესტოვიჩს ამიერიდან უფრო ნაკლები საჯარო გამოსვლა ექნება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ არესტოვიჩმა დღევანდელ ბრიფინგზე თავად განაცხადა.

არესტოვიჩის თქმით, ახლა მისი გამოსვლები იქნება კვირაში ერთხელ, ორჯერ ან, სხვა შემთხვევაში, „ზოგადი სიტუაციის უეცარი ცვლილების მიხედვით, რაც ინფორმაციის დაუყოვნებლივ გავრცელებას მოითხოვს“. უკრაინული მედია დასძენს, რომ საუბარი ეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგებს.