უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები იგეგმება
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები იგეგმება

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ ანონიმურმა წყარომ აცნობა.

ჟურნალისტების ცნობით, პირველი, ვისაც საკადრო ცვლილებები შეეხება, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკოა. ასევე, შესაძლოა, თანამდებობა დაატოვებინონ სპორტის მინისტრს, ვადიმ ჰუტცაიტს და მრეწველობის სტრატეგიული სფეროების მინისტრს, პაველ რიაბიკინს.

უკრიანული მედია წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ამ სამინიტროების გაუქმებაზე ან გაერთიანებაზე მსჯელობენ.

თავის მხრივ, უკრაინის უმაღლეს რადაში სურთ, რომ უახლოეს ხანში შეიცვალოს უკრაინის განათლების და ვეტერანების საკითხთა მინისტრებიც.

„უკრაინსკაია პრავდას“ წყაროს ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი მიიღებენ.