უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების კუთვნილი საბრძოლო მასალის ხუთი საწყობი, ბაზა, შტაბი და სამეთაურო პუნქტი დაბომბა
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების კუთვნილი საბრძოლო მასალის ხუთი საწყობი, ბაზა, შტაბი და სამეთაურო პუნქტი დაბომბა

უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების კუთვნილი საბრძოლო მასალის ხუთი საწყობი, ბაზა, შტაბი და სამეთაურო პუნქტი დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინის სამხედრო ნაწილებმა შეტევა ქვეყნის სამხრეთით განახორციელეს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა შვიდი დასახლებული პუნქტის მიმართულებაზე მოიგერია.

როგორც უკრაინული მედია წერს, ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსეთის საარმიო ნაწილებმა უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და შვიდი საავიაციო დარტყმა განახორციელეს. რუსეთის საოკუპაციო ძალების სამიზნე სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები გახდა. დაბომბვის შედეგად უკრაინაში 35 დასახლებული პუნქტი დაზარალდა.