უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვის ოლქში ჰაერი-მიწის ტიპის ორი რაკეტა ჩამოაგდეს

19:42, 08.02.2023

რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვის ოლქში საავიაციო დაბომბვის შედეგად ჰაერი-მიწის ტიპის ორი რაკეტა ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის ჩრდილოეთის ოპერატიული სარდლობის მიერ გავრცელებული ცნობით, არიან დაშავებულები, თუმცა ზუსტი რიცხვი ამ დროისთვის უცნობია.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ერთი მოქალაქეა დაჭრილი, სამი კი ნანგრევებშია მოყოლილი.

მსგავსი