უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ოდესაზე მასობრივი შეტევა განახორციელეს
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ოდესაზე მასობრივი შეტევა განახორციელეს

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ომის 511-ე დღეს რუსმა სამხედროებმა მასობრივი შეტევა განახორციელეს ოდესაზე სხვადასხვა ტიპის რაკეტებითა და თვითმფრინავებით.

უკრაინული მედიის ცნობით, ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

მათივე ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა უკრაინის დედაქალაქზეც. უკრაინის საჰარეო თავდაცვამ მათი განადგურება მოახერხა.

ჯერჯერობით მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.