უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ​ზაპოროჟიეს რეგიონის წინააღმდეგ სარაკეტო იერიში განახორციელეს
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ​ზაპოროჟიეს რეგიონის წინააღმდეგ სარაკეტო იერიში განახორციელეს

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურას ბომბავენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს ზაპოროჟიეს რეგიონის წინააღმდეგ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საოლქო ცენტრის წინააღმდეგ რვა რაკეტა იქნა გაშვებული. დაბომბვის შედეგად, რამდენიმე რაიონში ელექტროენერგია გაითიშა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ორჯერ დაბომბეს სუმის ოლქი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. საარტილერიო შეტევა დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ განხორციელდა.

პარალელურად, სამხრეთის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ და არტილერიამ დაბომბა რუსული საარმიო ნაწილების საბრძოლო მასალის საცავები, საჰაერო თავდაცვის ძალების ორი სამეთაურო პუნქტი და პოზიციები, ასევე ხერსონის მახლობლად ელექტრონული ომის სადგური და ნოვაია კახოვკაში პონტონური გადასასვლელი.