უკრაინული მედიის ცნობით, რუსი სამხედროების მიერ სუმის პროფესიულ სასწავლებელზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 დაშავდა

22:27, 30.07.2023

რუსი სამხედროების მიერ სუმის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 დაშავდა. მედიის ცნობით, სამი დაშვებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

შემთხვევის ადგილზე 100-ზე მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული, ასევე ეროვნული გვარდიის 30-მდე თანამშრომელი და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ექვსი ერთეული ტექნიკა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დარტყმის შედეგად დაზიანდა საკონტაქტო ქსელის ელემენტები. სპეციალური სამსახურები სარემონტო სამუშაოებს აწარმოებენ.

მსგავსი