უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე საავიაციო ბომბით დარტყმის შედეგად კრიმინალური პოლიციის სექტორის უფროსი დაიღუპა, დაშავდა 13 ადამიანი

02:12, 06.07.2026

რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე FAB-500-ის ტიპის ნახევარტონიანი საავიაციო ბომბით განხორციელებული დარტყმის შედეგად კრიმინალური პოლიციის სექტორის უფროსი დაიღუპა, დაშავებულია 13 ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, თავდასხმა ზაპოროჟიეს ცენტრში, საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა. თავდასხმის შედეგად 38 წლის პოლიციელი დაიღუპა, 13 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულებს შორისაა პოლიციის ერთი თანამშრომელი, რომელმაც ტრავმული ამპუტაციის შედეგად ხელის თითები დაკარგა.

გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ წინასწარ შეიტყვეს და ადგილზე მოქალაქეების გასაფრთხილებლად ოპერატიულად მივიდნენ. მათ მოსახლეობის თავშესაფრებში გადაყვანა დაიწყეს. პოლიციის დროული რეაგირების შედეგად მრავალი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

მედიის ცნობით, რუსებმა ზაპოროჟიეს ორი საავიაციო ბომბის გამოყენებით დაარტყეს.

მსგავსი